როგორ აფასებს მესამე სექტორი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს

არჩევნებს აკვირდებიან მესამე სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, მთლიანობაში პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და დარღვევებს, რამაც შეიძლება შედეგებზე გავლენა მოახდინოს, ადგილი არ ჰქონია.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დილიდან ბრიფინგებს მართავენ და მეორე ტურის მიმდინარეობას აფასებენ. ამ წუთებში განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აკეთებს.

მარიამ სეთურიძე მუშაობს მედიაცენტრში.