თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას მესამე სექტორი აკვირდება

არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აკვირდება მესამე სექტორი.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ოლქებში ხმის მიცემის პროცესს ადევნებენ თვალს. სხვადასხვა უბნიდან შემოსულ მონაცემებს კი უკვე მედიაცენტრში ასაჯაროვებენ.

ბრიფინგები უკვე გამართეს სამართლიანი არჩევნებისა და მრავალეროვნანი საქართველოს წევრებმა. ამ წუთებში კი განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკეთებს.