საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ხმის მიცემის პროცედურა ერთ თვითმმართველ ქალაქსა და ხუთ თემში ზუსტად 8 საათზე შეწყდა. ესენია: ქუთაისი, მარტვილი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და ყაზბეგი. ამომრჩევლებმა ახალი მერები აირჩიეს.

ოლქების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ:

ხაშურში – ქართული ოცნების წარმომადგენელი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე.

ოზურგეთში – დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი, ბეგლარ სიორიძე.

ბორჯომში – ლევან ლიპარტია ქართული ოცნებიდან და პატრიოტთა ალიანსიდან ზაზა ჩაჩანიძე.

ყაზბეგელებს არჩევანის გაკეთება მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ალექსანდრე ზაგაშვილსა და დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატ სანდრო ყამარაულს შორის მოუწიათ.

ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატები გავიდნენ..
ქუთაისში გიორგი ჭიღვარია ქართული ოცნებიდან და გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობიდან.
რაც ეხება მარტვილს,  აქ კანდიდატები იყვნენ მმართველი გუნდიდან ალექსანდრე გრიგალავა და მამუკა დანელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ოპოზიციურმა პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების გვარები ბიულეტენებში მაინც იყო.

მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ამ ხმებს საბოლოოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაითვლის.

დილიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში ანა ბროლაძე მუშაობს.