„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოხატავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს – ამის შესახებ ნედ პრაისმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“ – აღნიშნა ნედ პრაისმა.