„ლელო“კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება

„ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე გაძლიერდება, სანამ არ დაინახავენ ხელისუფლების მხრიდან იურიდიულად დამტკიცებულ დოკუმენტს კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პარტიის მხრიდან გაძლიერდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა აჩვენონ მათ ხალხის ნება – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

აგრეთვე, პარტია „ლელო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები, მათ შორის პარტია „გირჩი  – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილება