„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება სადავო კანონის პროექტის გაწვევაზე და პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია – ამ თემებზე განცხადებები და შეფასებები გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათი შეფასებით, გასათვალისწინებელია „ქართული ოცნების“ მიერ აქამდე გაცემულ დაპირებებზე პოზიციის შეცვლა და აუცილებელია მიმდინარე პროცესის ბოლომდე მიყვანა.