ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადება

მომავალი წლიდან, საქართველოში დიზელის იმპორტს აზერბაიჯანი ვეღარ განახორციელებს, საწვავის მომწოდებელი სავარაუდოდ რუსეთი იქნება. ამის შესახებ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში გააკეთეს განცხადება. მიზეზი კი, 2020 წლიდან ახალი ხარისხობრივი ნორმის ამოქმედებაა. „ევრო 4“ სტანდარტიდან ქვეყანა „ევრო 5“-ზე გადადის, რისი მიწოდების შესაძლებლობაც აზერბაიჯანს არ აქვს.