ნავსადგურების გაერთიანების სისტემის საიმპლემენტაციო ფაზის გახსნითი შეხვედრა.
ღონისძიება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა. საქმე ეხება ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას დაინტერესებულ მხარეებს შორის. სისტემის პროგრამული და მატერიალური უზრუნველყოფისთვის, EBRD-სა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საერთაშორისო ტენდერით ერთობლივად შეირჩა კონტრაქტორი კომპანია Actual IT.