მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა, ტრადიციულად, ბათუმის ქუჩებში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობით დაიწყო. ოფიციალური ნაწილი კი საზღვაო პორტის მე-11 ნავმისადგომზე გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კაპიტნები, მეზღვაურები და კურსანტები დააჯილდოვეს. ჯილდო ნაწილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. ტრადიციულად პატივი მიაგეს გარდაცვლილი მეზღვაურების ხსოვნას და გემების საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

პროფესიულ დღესასწაულს მეზღვაურები 25 ივნისს აღნიშნავენ, თუმცა, თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.