ცივი ომის შემდეგ, ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ორთვიანი მოსამზადებელი პროცესის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ინფრასტრუქტურის მთავარი მასპინძელი ნორვეგიაა.
ნატოში ამბობენ, რომ ბოლო წლებში კონტინენტზე უსაფრთოების კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა და ნატომ გამოწვევებს უნდა უპასუხოს.
ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებს მოსკოვში მწვავედ აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რუსეთის შეკავების სტრატეგიას გამოგონილი წინაპირობები აქვს.