#დოსიე „ნიკიტა ხრუშჩოვი იპყრობს ამერიკას“

1959 წლის 15 სექტემბერი. ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური ეპიზოდი ცივი ომის ისტორიაში. ამერიკის მოსახლეობის მიერ ქვეყნის ნომერ პირველ მტრად მიჩნეული, საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველი მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი, პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მიწვევით, კაპიტალიზმის სამოთხეს, შეერთებულ შტატებში ეწვია, სადაც 13 დღის განმავლობაში იმოგზაურა, თავდაყირა დააყენა ამერიკული საზოგადოებრივი აზრი და მედია. გზადაგზა მართავდა შეხვედრებს ქვეყნის ყველა სოციალური და პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებთან. მისთვის ჩვეული „მუჟიკური“ სილაღით აკრიტიკებდა და დასცინოდა „ამერიკული ცხოვრების წესსა“ და პოლიტიკას. შთაბეჭდილებებს კი მაგნიტოფონზე იწერდა.

დესტალინიზაციის ავტორი ამ ვიზიტს თავისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალად მიიჩნევდა სიცოცხლის ბოლომდე. „მისტერ ქეის“ მხიარული მოგზაურობა აყვავებული კაპიტალიზმის ქვეყანაში – ნახეთ, ტიმ თოიძის დოკუმენტური ფილმი „ნიკიტა ხრუშჩოვი იპყრობს ამერიკას“ – პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე

დოსიე

  

დატოვე კომენტარი