#დოსიე „მარშალის გეგმა, რომელმაც ამერიკა გადაარჩინა“

ნაციზმის დამარცხების შემდეგ, ომით მიწასთან გასწორებულ ევროპას, გაღატაკებულ მსოფლიოს ახალი საფრთხე ემუქრება – კომუნიზმი და მისი სამხედრო ექსპანსია.

1947 წლის 12 მარტს, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა ამერიკელებს ახალი, საშიში, სწრაფად გავრცელებადი პანდემიის შესახებ ამცნო.

მისი გამოსვლიდან სულ მალე, ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ომის გმირმა, გენერალმა ჯორჯ მარშალმა, ამერიკის დახმარებით, ევროპის აღმშენებლობისა და კომუნისტური ექსპანსიისგან გადარჩენის გეგმა წარადგინა, რომელმაც საფუძველი დაუდო ცივ ომს და ფაქტობრივად მსოფლიოს უახლეს ისტორიას.

ბერნარ ჟორჟის დოკუმენტური ფილმი „მარშალის გეგმა, რომელმაც ამერიკა გადაარჩინა“ – პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

სტუმარი: ვასილ კაჭარავა – პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

დოსიე