შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას საქართველოში აკრედიტებული, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ატაშეები ეწვივნენ.
სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის განვითარების საკითხებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, დეტალურად განიხილეს სანაპირო დაცვის როლი, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და უწყებათშორისი თანამშრომლობა. შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების სფეროში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.