არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის საქმის დეტალებს ნატო-ს ელჩები ეცნობიან.
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა გახსნა, მთავარი განსახილველი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებია.
შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წარმოადგენს. მისი მოხსენების ერთი ნაწილი მთავრობის ახალ სამპუნქტიან სამშვიდობო ინიციატივას ეხება, რომელიც საოკუპაციო ზოლს იქით მცხოვრები ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებას გულისხმობს.