ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი და აღნიშნულზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ნატო-ს ლიდერთა მოახლოებულ შეხვედრას ლონდონში და იმას, თუ როგორ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი ალიანსის მაღალი დონის შეხვედრაზე.