ნატო-ს მინისტერიალი

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტერიალზე უკრაინის სამხედრო დახმარებასა და ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მსჯელობენ. შეხვედრის დაწყების წინ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ი კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგან მისი თქმით, უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ არის ინვესტიცია ალიანსის უსაფრთხოებაში. ამასთან, სტოლტენბერგმა შეახსენა ნატო-ს წევრებს ვილნიუსის სამიტზე გაცემული დაპირება, თავდაცვის ხარჯების მშპ-ს სულ მცირე ორ პროცენტამდე გაზრდის შესახებ.