ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი - დღე მეორე

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი –  დღე მეორე. ალიანსის წევრებთან ერთად მიწვეულები არიან პარტნიორი ქვეყნებიც.

ფინეთისა და შვედეთის ალიანში გაწევრიანების საკითხი და მადრიდის მომავალი სამიტის მოსამზადებელი პროცესი – ამ თემებზე განაგრძობენ მუშაობას სესიების ფარგლებში. ორდღიანი დისკუსიების ფორმატში ჩართულია საქართველო. ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივ ფორმატში დისკუსიები გამართა. ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა.