ნატო-ს მინისტერიალი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. დღე მეორე. ღონისძიებებში საქართველო და უკრაინა ჩაერთნენ. მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნისა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ასპირანტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

აღინიშნა, რომ საქართველო არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორი და ხაზი გაესვა მის წვლილს  გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში. აქცენტი გაკეთდა, რომ ნატო ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების და გამოხატავს მზაობას, გააგრძელოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება.