ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად აპირებს ისარგებლოს „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს მინისტერიალით. ჯონსონი ამბობს, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობით არსებითად უნდა გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური იარაღით დახმარება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა. ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ პრემიერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ ამით ჯონსონს სურს, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ზელენსკის პოზიციები უფრო განამტკიცოს და ერთგვარი ზეწოლა განახორციელოს პუტინზე.