ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

როგორ და რა მიმართულებით შეუძლიათ ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება. საკითხზე ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მსჯელობენ. ღონისძიებაში მონაწილეობს დმიტრო კულება, ის უკვე შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრიც. ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინასთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დახმარების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ანა ბროლაძე ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში.