NATO-ს გენმდივანი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება
„დიდი ბრიტანეთი არ არის მარტო,“ – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის წინააღმდეგ ლონდონში მიღებულ გადაწყვეტილებას.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მოწამვლაზე განცხადება გენერალურმა მდივანმა ნატო-ს წლიური ანგარიშის წარდგენამდე გააკეთა.
ალიანსის პირველი პირი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან დღემდე, მსგავს მოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
იენს სტოლტენბერგმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება საქართველოზეც გაამახვილა.