ქალაქ ფოთში გამართა შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.
კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საკუთარი გეგმები გააცნო და პრიორიტეტებზე ილაპარაკა. ეკონომიკა, განათლება და სოციალური სფერო, ასევე საგარეო კურსი – ეს ის თემები იყო, რომლებიც ნათელაშვილმა შეხვედრისას მიმოიხილა.