საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაცია და 24 დაკავებული – ამოღებულია რამდენიმე კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების რეალიზაციის რამდენიმე დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს. გამოძიების მასალების მიხედვით, დაკავებულთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების სხვა ქვეყნიდან შემოტანის სქემაში იყო ჩართული, მეორე ნაწილი კი ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტის საშუალებით ჰყიდდა. დაკავებულებს შორის 18 ნარკორეალიზატორია, აქედან ორი ქალია. სპეცოპერაციების დროს მოვლენების ეპიცენტრში ამჯერად ფონიჭალა იყო.