დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისსა და აჭარაში რვა პირი დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მომზადება, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების მცდელობა ედება ბრალად.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.