ნარკოტიკების ლიბერალიზაციის სადავო კანონპროექტის გარშემო კონსულტაციები აქტიურ ფაზაში გადადის. ახლა მთავარი კითხვაა, მოახერხებს თუ არა მმართველი გუნდი პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის მიღწევას.
„ქართული ოცნების” ლიდერები პირობას დებენ, რომ ჯერ შეჩერებული, შემდეგ კი გადავადებული რეფორმის საბოლოო ვერსია ერთ თვეში იქნება მზად. ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელი უნდა გაუქმდეს. თუმცა დეპუტატები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, უნდა შეეხოს თუ არა დეკრიმინალიზაცია ყველა ნარკოტიკს და ნებისმიერ დოზას. ამ საკითხზე მმართველ გუნდშიც კი აზრი ორადაა გაყოფილი.