ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომზადებული კანონის პროექტის განხილვა ერთი თვით გადავადდა

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომზადებული კანონის პროექტის განხილვა კიდევ ერთი თვით გადავადდა. გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. საკითხი იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

საკითხზე მსჯელობის გადავადების ინიციატივით უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოვიდა. საკითხის გადავადებაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობას. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკაზე ხელისუფლების გზავნილი ბუნდოვანია.