„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - ჩვენ ვიბრძვით მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციისთვის და არა გასაღების ლიბერალიზაციისთვის
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - ჩვენ ვიბრძვით მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციისთვის და არა გასაღების ლიბერალიზაციისთვის

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ იბრძვის მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციისთვის და არა გასაღების ლიბერალიზაციისთვის, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის  მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონპროექტში, რომელსაც მოძრაობა ლობირებს, გამსაღებლების მიმართ რჩება უმკაცრესი სასჯელი.

ამასთან, მოძრაობის წევრები პასუხობენ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თეთრმა ხმაურმა“ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობენ ჩართვას, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და საკითხები ობიექტურად შეაფასონ“.

„მივმართავთ საზოგადოებას, არ აყვეთ ძალოვანი უწყებების მიერ ჩვენს მიმართ შეთითხნილ ბრალდებებს და გახსოვდეთ, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ იბრძვის მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციისთვის და არა გასაღების ლიბერალიზაციისთვის. კანონპროექტში, რომელსაც ჩვენ ვლობირებთ, გამსაღებლების მიმართ რჩება უმკაცრესი სასჯელი“, – აცხადებენ „თეთრი ხმაურის მოძრაობაში“.