ნარკოპოლიტიკის რეფორმა - ახალი კანონპროექტი
ნარკოპოლიტიკის რეფორმა - ახალი კანონპროექტი

დღეს საქართველოში სააფთიაქო ნარკომანია ბობოქრობს. ტოტალურად ხელმისაწვდომია ქვეყანაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რაც კონკრეტული ტრაგედიებით სრულდება. ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტმა და მთავრობამ შეაჩერა, მომავალი თაობის დაცვას, მომხმარებელთა დახმარებას და მიწოდების შემცირებას ისახავდა მიზნად, ამის წინაპირობა არის სწორედ დეკრიმინალიზაცია, რაზეც უარის თქმის გამო კონკრეტულ თანამდებობის პირებს პასუხისგება მოუწევთ. – განაცხადა რადიო პირველი არხის ეთერში „ ახალი ვექტორის“ და ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელმა  კოკა ლაბარტყავამ.

 

სტუმრები: დავით ოთიაშვილი – ექიმი-ნარკოლოგი, „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი, კოკა ლაბარტყავა „ ახალი ვექტორის“ და ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელი, გურამ იმნაძე – EMC პროექტის მენეჯერი, იურისტი, გიორგი კალატოზიშვილი – ნარკოპოლიტიკის პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.