ცვლილებები თამბაქოს კანონში

ჯანდაცვის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კენჭისყრა გადადო.

უმრავლესობის წევრების, გურამ მაჭარაშვილის და გოგა გულორდავას ინიციატივის თანახმად, 15 გრამი თამბაქოს შეფუთვის რეალიზება ნებადართული უნდა იყოს. აღნიშნულს დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიცია არ ეთანხმებიან. მათი შეფასეებით, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში თამბაქოზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

დატოვე კომენტარი