ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - რომელი ტიპის ნარკოტიკული საშუალება და რა რაოდენობით ჩაითვლება დანაშაულად
ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა – ის, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა ლიბერალიზაციას საჭიროებს, ამაზე თითქმის აღარავინ დავობს. თუმცა, გასარკვევია ის დეტალები, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სასჯელის ჰუმანიზაცია.
დეპუტატების უმრავლესობა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები სისხლის სამართლის კოდექსით აღარ დაისჯებიან და მათთვის სანქცია ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება.
აზრთა სხვადასხვაობა ახლა იმაზეა, თუ რომელი ტიპის ნარკოტიკული საშუალება და რა რაოდენობით ჩაითვლება დანაშაულად. რაც შეეხება ე.წ სააფთიაქო ნარკომანიას, სასჯელი, შესაძლოა, ნარკოტიკების გასაღების კატეგორიას გაუთანაბრდეს.
გიორგი კობერიძე დეტალებით.