ცვლილებები ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტში - ნარკოტიკების მომხმარებლები სისხლის სამართლის კოდექსით აღარ დაისჯებიან

ნარკოტიკების მომხმარებლები სისხლის სამართლის კოდექსით აღარ დაისჯებიან და მათთვის სანქცია ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება – ეს არის იმ კანონპროექტის ძირითადი ცვლილება, რომელზეც დღეს 7 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

განხილვა იურიდიული კომიტეტის სამუშაო შეხვედრის ფორმატში ჩატარდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პროექტით, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ მიდგომა ლიბერალური ხდება, თუმცა სასჯელი გამკაცრდება რეალიზატორების მიმართ.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, უნდა გადაიხედოს კანონში არსებული ჩანაწერი ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებითაც. სამუშაო შეხვედრაში ჩართული ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში შესაცვლელია. თუმცა, რჩება საკამათო საკითხებიც.