ნარკოდანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბროძალას.

ბოლო დღეებში ჩატარებული  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გაიხსნა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულია ერთი პირი. სამინისტროს ინფორმაციით, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებაში სამი, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დანაშაული ექვსიდან 11წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის 13 ქალი და 179 მამაკაცი.