ნაპირაღდგენითი სამუშაოები ფოთში

ფოთში კუნძულის უბნის პლაჟი სავალალო მდგომარეობაშია. ყოველი უამინდობა და შტორმი მოსახლეობას უდიდეს პრობლემას და საფრთხეს უქმნის. უკვე ათეული წლებია აღარ არსებობს კუნძულის უბნის ქვიშიანი პლაჟი, რომელიც განსაკუთრებულად იზიდავდა დამსვენებლებს. ხელისუფლების ინფორმაციით, იწყება კუნძულის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენითი სამუშაოები, რომელიც მრავალწლიან პრობლემას გადაჭრის.