„ნამახვანჰესის“ პროექტის მომავალი 

„ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის მორიგი შეთავაზება ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს.

მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის გარშემო არსებული კითხვების მოსახსნელად „ენკა“ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას აპირებს. გეგმაშია არა მხოლოდ აქციების მონაწილეებთან შეხვედრა, არამედ დისკუსია ყველა დაინტერესებულ პირთან. განხილვის საგანი იქნება სადავო ხელშეკრულების დეტალები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევები და მიწის საკითხიც. თუმცა, რიონის ხეობაში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ინვესტორის შეთავაზებას არ იღებს. შექმნილ ვითარებაზე ჰესის მოწინააღმდეგეები პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და კითხვებზე პასუხებსაც სწორედ მისგან ელოდებიან. პარალელურად მზადება მიმდინარეობს მაისის ბოლოს დაგეგმილი აქციისთვის.