„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ ამ წუთებში ადგილობრივები. საპროტესტო აქცია ქუთაისთან ახლოს, გუმათის დასახლებაში გრძელდება. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებს ნამახვანამდე არ უშვებენ, ამიტომ მათ დამატებითი კარავი გუმათში გაშალეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გზის დროებით ჩაკეტვა ნამოხვანის მიმართულებით მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა.
რა სამუშაოები მიმდინარეობს ნამოხვანში და რას აპირებენ აქციის მონაწილეები, – გიორგი კობერიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში გუმათის დასახლებიდან.
მოამბე