მუკბანიანის საქმის გამო გუმათის დასახლებიდან დღეს პროტესტმა ქუთაისში გადაინაცვლა.
ქუთაისის სასამართლოში წყალტუბოს რაიონის სოფელ საყოლიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. შენობასთან ბრალდებულის ოჯახის წევრები, თანასოფლელები და მოძრაობა, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები არიან შეკრებილები, რომლებიც პოლიციას საყოლიაში არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. მუკბანიანს პოლიცია სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. პარალელურად საპროტესტო გამოსვლა გრძელდება გუმათში, სადაც რკინის კონსტრუქციების აღების მოთხოვნით ხმაურის აქცია დღესაც იგეგმება.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.