ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, ილია პატაშურმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს სხვადასხვა პერიოდში შესრულებული თავისი ათი ნახატი საჩუქრად გადასცა. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებაზე კულტურის მინისტრმა მხატვარს მადლობა გადაუხადა.