ნადირობის სეზონი გაიხსნა

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ნადირობის სეზონი გაიხსნა. მკაცრად არის განსაზღვრული გადამფრენი ფრინველების სახეობები, ნადირობის ვადები, ადგილები და დღიური ლიმიტები. ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში. ასევე დაუშვებელია იმ იარაღის გამოყენება, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში. ნადირობა შესაძლებელია შესაბამისი მოსაკრებლის, 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემიდან, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.