უბედური შემთხვევა გომის მთაზე

გომის მთაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც შველას ითხოვს. სავარაუდოდ, მეგობრები გომის მთაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფი.