მონადირეთა კრება

მონადირეებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ნადირობის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მონაწილეების განცხადებით, საჭიროა, ეს სფერო კანონის დონეზე იყოს მოწესრიგებული და გათვალისწინებული იყოს, როგორც ნადირობის სფეროში ჩართული ყველა კლუბის, ასევე ბუნების დაცვის ინტერესები. მონადირეები უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას გეგმავენ.