მონადირე ძაღლების გამოფენა ქუთაისში

ქუთაისში მონადირე ძაღლების რეგიონული გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე 100 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი გამოიყვანეს.  ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულებს ყველა სახეობაში გამოავლენენ. გამოფენის მიზანი, ჯიშიანი სანადირო მეძაღლეობის განვითარებაა. ღონისძიების ორგანიზატორი ჯიშიანი ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაა.