ნადირობაზე დადგენილი რეგულაციები, შესაძლოა, გადაიხედოს. სეზონის დაწყების წინ მონადირეები სფეროში არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ. მთავარ პრობლემად ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები სახელდება. სანქციების მიუხედავად, კანონდარღვევების სტატისტიკა მაინც მაღალია. საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტების დასანერგად, ნადირობის შესახებ ცალკე კანონი იწერება.