სასამართლო პროცესი 76 წლის შემდეგ.
გერმანიაში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მდივანსა და სტენოგრაფისტს ასამართლებენ. მას 11 ათასი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავებიან. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წლის შემდეგ განსასჯელის სკამზე ზის 96 წლის გერმანელი ქალი, რომელმაც სექტემბერში მართლმსაჯულებისგან მიმალვა სცადა, ახლა კი მისი სასამართლო პროცესები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. მსჯავრდებული სასამართლოში სასწრაფო დახმარების მანქანით და ეტლით მიიყვანეს. მას ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილები და მსხვერპლთა ოჯახები საპროტესტო აქციით დახვდნენ.