„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - როგორ აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას ქართული პოლიტიკური სპექტრი
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ახალი სამშვიდობო ინიციატივა შეიმუშავა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.
რა შეფასებები კეთდება ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით.
თამარ წიკლაური დეტალებით.