მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერსა და ავსტრიის ფედერალურ კანცლერს სებასტიან კურცს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟან-კლოდ იუნკერმა პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კი აუდიენციის მთავარი თემა საქართველოს ევროპულ ინტეგრაცისა და საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას შეეხებოდა.