ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.

აღნიშნულს ბრიუსელის მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი და უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, რაც მკაფიოდაა ასახული კომისიის დეკლარაციაში, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში, წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა დაადასტურეს. ინფორმაციას საქართველოს სამშვიდობო გეგმის შესახებ კომისიის წევრებს სახელმწიფო მინისტრი გააცნობს. ნატოს შტაბ-ბინაში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, მათ შორის განგრძობით ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში და ხშირი დარღვევის ფაქტებზე.

სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.