„ნაბეღლავის“ ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა

ჩოხატაურში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების გაზრდას, რვა საათიან სამუშაო გრაფიკს და ზეგანაკვეთური შრომის სათანადო ანაზღაურებას ითხოვენ. გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. როგორც საათობრივი, ისე ზეგანაკვეთური ანაზღაურება კი მეტისმეტად დაბალია. „წყალი მარგებელის“ ქარხნის ხელმძღვანელი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციისთვის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები წინასწარ ცნობილი არ იყო და მათ სპონტანურად შეწყვიტეს სამუშაო პროცესი. მათივე თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.