„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა

„ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი  წარადგინა.

პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დღესვე, „ქართული ოცნება“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატს დავით შარაშიძეს, ოზურგეთში კი ავთანდილ თალაკვაძეს წარადგენს.