„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

პრობლემები კომპანია „საირმეში“.

საწარმოში გაფიცვა დაიწყო. მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ თანამშრომლები მენეჯმენტს 10 მოთხოვნას უყენებენ, რომელთა შორის მთავარი ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. დასაქმებულები ხელმძღვანელობას მუქარაშიც ადანაშაულებენ. დამსაქმებელი დასაქმებულებს პრობლემის გადასაჭრელად მოლაპარაკების გაგრძელებას სთავაზობს. შეწყდა თუ არა გაფიცვის გამო საწარმოო პროცესი – ამ კითხვაზე მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ.