„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა

„ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის შემდეგ, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი დავით შარაშიძე წარადგინა.

ღონისძიება სოფელ გორა-ბერე-ჟოულში, ერისთავების სასახლის ეზოში ჩატარდა. მერობის კანდიდატმა საზოგადოებას საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთა შემადგენლობა გააცნო. პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოსახლეობას პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნეს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

დღესვე, „ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძეს წარადგენს.